ოლაინფარმ-ის შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

სააქციო საზოგადოება „ოლაინფარმი“ წარმოადგენს ბალტიის ქვეყნების ერთერთ უმსხვილეს კომპანიას, რომელსაც  სამკურნალო პრეპარატების, აქტიური ქიმიური სუბსტანციების და სხვა ქიმიური ნივთიერებების წარმოების  45 წელზე ხანგრძლივი  გამოცდილება აქვს .

კომპანია დაარსდა 1972 წელს, როგორც სახელმწიფო საწარმო, სახელწოდებით – „ოლაინის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”, რომლის ძირითადი მიზანი იყო  საბჭოთა კავშირში  მზა სამკურნალწამლო ფორმების მწარმოებელი ყველა ქარხნის უზრუნველყოფა  ფარმაცევტული სუბსტანციებითა და ნახევარპროდუქტებით.

დღეისათვის „ოლაინფარმი“ – ლატვიისა და ბალტიის სხვა ქვეყნების ფარმაცევტული დარგის  ერთერთი უმსხვილესი წარმომადგენელია, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 1000 მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. კომპანია ფლობს საერთაშორისო პრაქტიკის თანამედროვე ტექნოლოგიებს და გააჩნია წამლების წარმოების სათანადო პრაქტიკის შესაბამისობის სერტიფიკატი (GMP), ISO 14001:2004 სტანდარტთან შესაბამისობის ეკოლოგიური სერტიფიკატი, და ასევე სერტიფიცირებულია აშშ-ს ინპექციის (FDA) სტანდარტთან შესაბამისობაში.

ჩვენთან დაკავშირება

სს ოლაინფარმის წარმომადგენლობა საქართველოში
მისამართი: ვ.ფშაველას გამზირი #71, მე-2 სართული, ოფისი #7
ტელ./ფაქსი: +995 322 44 00 20
ელ-ფოსტა: nmoshiashvili@olainfarm.com
წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინო მოშიაშვილი

„ოლაინფარმი“ კონცერნში შედის ე.წ. მწვანე ფარმაციის  ლატვიური საწარმო Silvanols, სააფთიაქო ქსელი – Latvijas aptieka, სამედიცინო ელასტიური პროდუქციის მწარმოებელი – Tonus Elast, ნატურალური სამკურნალო პრეპარატებისა და საკვები დანამატების მწარმოებელი – NPK Biotest, მწარმოებელი Kiwi Cosmetics და  სამედიცინო ორგანიზაცია Klīnika DiaMed.

მთავარი